ტრენინგები

                            ტრენინგის ანგარიში
ღონისძიების დასახელება:ტრენინგი 1.1 ელექტრონული სწავლების დანერგვა.
ჩამტრებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ტრენერი: მანანა კვინიკაძე
ჩატარების ადგილი:  პირველი მოდული ხარაგაულის რესურსცენტრი,მეორე მოდული  ხარაგაულის N 3 საჯარო სკოლა.
ხანგრძლივობა: 35 საათი 9 ტრენინგ დღე.
მიზანი და ამოცანები:ტრენინგ კურსის მიზანია პირველი კლასის დამრიგებლის პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა
და გამოყენების კუთხით,რაც ხელს შეუწყობს 1:1 ელექტრონული სწავლების ეფექტურად დანერგვას,სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ელექტრონული რესურსების შექმნისა და გამოყენების გზით.
შედეგები:კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
·         გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნისვნელობას თანამედროვე,კონსტრიქტივისტულ-პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძვნელ სასწავლო პროცესში;
·         შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ამოცანის შესაბამისად.
·         შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან,მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისთვის.
·         შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.

პირველი დღე: ტრენინგი დაიწყო გაცნობით,შემდეგ ტრენინგის მიზნების,განრიგის და შედეგების მიმოხილვით. პირველი დღისათვის განსახილველი საკითხები: ისიტ-ის (ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები)როლი და მიზნები სასწავლო პროცესში.
სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები.მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტი ისტ-ში.ბუკის ძირითადი ფიზიკური სტრუქტურა,თაგვთან და კლავიატურასთან მუშაობა.
შევავსეთ სახელმძღვანელოებში მოცემული კითხვარი შემდეგ ტექსტი წვიკითხეთ და გადაწვამოწმეთ რამდენად სწორად გვქონდა კითხვარი შევსილი.შემდეგ გავეცანით ციფრულ წიგნიერებას,ბუკის ფიზიკურ სტრუქტურას და კლავიატურას.განვსაზღვრეთ ანბანურ-ციფრული კლავიშების და ფუნქციონალური კლავიშების მნიშვნელობა.
დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების ფურცელი.
მეორე დღე:
  • მოქმედებები ფაილებსა და საქაღალდეებზე.
  • ფაილის ტიპები.
  • ტექსტის შეტანა და ფორმატირება ტექსტურ რედაქტორში.
კომპიუტერის ჩართვა და სამუშაო მაგიდა(Desktop) ის გაცნობა საიდანაც იწყება მუშაობა,შემდეგ გავეცანით მთავარ მენიუს და მის სამ ძირითად ნაწილს:
ამ ღილაკით შეგვიძლია გავხსნათ და დავათვალიეროთ კომპიუტერში ჩაწერილი პროგრამები.
მარცხენა მხარეს მოცემულია საძიებო სტრიქონი,სადაც შეგვიძლიამოვიძიოთ სასურველი პროგრამა,საქაღალდე ან ნებისმიერი ტიპის ფაილი.
მარჯვენა მხარეს მოცემულია მომხმარებლის მიერ ხშირად გამოყენებული პროგრამები.
დოკუმენტები(Dokuments)-სისტემური საქაღალდე,რომელიც მომხმარებლის მიერ სხვადასვა პროგრამით შექმნილი დოკუმენტების თავმოსაყრელად გამოყენება.
სურათები(Pictures)-სისტემური საქაღალდე,რომელიც მომხმარებლის მუსიკალური ფაილების შესანახად გამოიყენება.
მუსიკა(Music)-სისტემური საქაღალდე,რომელიც მომხმარებლის მუსიკალური ფაილების შესანახად გამოყენება.
კომპიუტერი(Computer)- სპეციალური საქაღალდე,რომელიც საშუალებას გვაძლევს,დავათვალიეროთ კომპიუტერის დისკების შიგთავსი და შევასრულოთ სხვადასხვა ოპერაცია ფაილებსა და საქაღალდეებზე,მაგ:პროგრამის გაშვება,ფაილების კოპირება,გადატანა.წაშლა,ახალი საქაღალდეების შექმნა და ა.შ
მართვის პანელი(Control panel)-მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა სახის მოწყობილობებისა და პარამეტრების მიმართვა საკუთარ შეხედულებისამებრ.
შემდეგ განვიხილეთ ტექსტური რედაქტორიMikrosoft Word- 2010) და მასში მუშაობა,ფაილების გახსნა და ფაილების სახელების შეცვლა,ფაილის ტიპები(ტექსტური ფაილი,ელექტრონული ცხრილები,საპრეზენტაციო ფაილი,ვებ ფაილი,ფოტო ფაილი,აუდიო ფაილი,ვიდეო ფაილი.
შევავსეთ შეფასების ფურცელი.
მესამე დღე:
  • გრაფიკული ობიექტების ჩასმა და რედაქტირება ტექსტურ რედაქტორში.
  • სწავლების სამფაზიანი მოდელი.
  • ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა.
  • ელექტრონული სასწავლო რესურსის მომზადება ტექსტურ რედაქტორში.
შევისწავლეთ დოკუმენტში ნებისმიერი სახის ილუსტრაციების,ცხრილების ჩასმა და რედაქტირება ტექსტურ რედაქტორში,ტექსტის განლაგება სურათის ირგვლივ,გეომეტრიული ფიგურის ცასმა და რედაქტირება,დოკუმენტის წინასწარ დათვალიერება და დაბეჭდვა,ფურცლების ორიენტაცია,გვერდის პარამეტრების მართვა.
შემდეგ შევისწავლეთ გაკვეთილის სამფაზიანი მოდელით დაგეგმვა,განვსაზღვრეთ ასეთი გაკვეთილის ძირითადი მიზნები და ამოცანები საფეხურების მიხედვით.
მეოთხე დღე:
  • საგანმანათლებლო რესურსების მოძებნა ინტერნეტში.
  • საძიებო სერვისი.
  • ტექსტური და მედია-ელემენთების მოძიება და გადმოწერა.
  • ელექტრონული თამაშები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში.
  • აუდიო და ვიდეოსაშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში.
შევისწავლეთ ინტერნეტში მუშაობა,ინტერნეტ-მისამართების მითითება,სერვერები,ბრაუზერები,ელექტრონული ფოსტა და მისი ფუნქციონირება.
დომენი ქსელის ინტერნეტ-მისამართია(სახელი),რომელიც უზრუნველყოფს სასურველი დასახელების ქსელში შეღწევას.არსებობს წესი,რომლის მიხედვითაც,უკიდურესი მარჯვენა დომენი განსაზღვრავს ადრესატის ქვეყნის ან საქმიანობის სფეროს:
ge -საქართველო
ru-რუსეთი
uk-დიდი ბრიტანეთი
ორგანიზაციული კუთვნილების დომენები:
edu-საგანმანათლებლო
gov-სამთავრობო ორგანიზაციები
mil-სამხედრო ორგანიზაციები
com-კომერციული ორგანიზაციები
org-არაკომერციული ორგანიზაციები
განვიხილეთ საგანმანათლებლო საიტები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
htt://www.mes.gov.ge
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
Htt://www/tpdc.ge
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი
htt://www.ganatleba.org
გამოცდების ეროვნული ცენტრი
htt://www.naec.ge
შევისწავლეთ ინტერნეტ-ბრაუზერები და მათი ლოგოები,რომლებიც გამოიყენება windows  და linux ოპერაციული სისტემისთვის:internet  Exploler,Mozila FireFox,Opera,Google Chrome.
მეხუთე დღე:
  • კლასის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა
  • საკლასო მენეჯმენტის რეკომენდაციები 1:1 ელექტრონული სწავლებისას.
შევისწავლეთ როგორ ჩავრთოთ მასწავლებლის და მოსწავლეების ბუკები ინტერნეტში,მოვახდინოთ დაკავშირება ერთმანეთთან,ეკრანის გაზიარება,სიჩუმის რეჟიმის გამოყენება,ფაილების განაწილება,მოსწავლის კლასის სიიდან ამოშლა,ტესტების გადაგზავნა მოსწავლეებთან.
დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების ფურცლები.
მეექვსე დღე:
  • გრაფიკული რედაქტორი ArtRage.
  • ჯგუფური სწავლება კლასის მართვის პროგრამაში.
  • ტექსტური რედაქტორი Word 2010 -ის გააქტიურება.
გრაფიკული პროგრამა ArtRage საუკეთესო საშუალებაა შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად.მისი საშუალებით მოსწავლე ითვისებს ხატვის საწყის უნარებს და ეცნობა ფერებთან და ჩრდილებთან მუშაობას.
შევისწავლეთ ამ პროგრამის გააქტიურება და მასში მუშაობა,ასევე ჯგუფური მუშაობის დროს დავალებების განაწილება ჯგუფებში,,ჩეთში“ მუშაობა.
ბოლოს ვისწავლეთ ბუკში ინსტალირებული Mikrosoft Office -ის გააქტიურება,სტარტ მენიუდან ავირჩიეთ Mikrosoft Office-is ერთ-ერთი პროგრამა Word-ი,დავიხმარეთ ინტერნეტი და 15 ნიშნა კოდი,რომელიც კომპიუტერის ძირზე მიკრულ სტიკერზე ეწერა,მივყევით ინსტრუქციას და უკვე გააქტიურებულ პროგრამაში დავიწყეთ მუშაობა.
მეშვიდე დღე:
  • ეფექტიანი პრეზენტაციის ძირითადი მახასიათებლები.
  • სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში.
  • პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები.
  • PoverPoint-ის გამოყენება სასწავლო პროცესში
  • ელექტრონულ ფოსტაში რეგისტრაცია.
  • ელექტრონულ წერილებთან მუშაობა,Google-ის სერვისები.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დატვირთუ;ლი იყო სიახლეებით,შევისწავლეთ როგორ გავაკეთოთ პრეზენტაციები,რაც აუცილებელია სასწავლო პროცესის უკეთესად წარმართვისათვის.
ვისწავლეთ და შევქმენით საკუთარი ელექტრონული ფოსტები.ვისწავლეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით წერილების ,ფაილების და სურათების გადაგზავნა.
   შევასვსეთ შეფასების ფურცლები.
მერვე დღე:
  • ტესტების შედგენის მეთოდიკა.
  • ტესტების შედგენა,ქულების მინიჭება და სტატისტიკა კლასის მართვის პროგრამაში.
  • Arcsoft Web Cam Companion-ის გამოყენება.
  • ანტივირუსის პროგრამა.
განვიხილეთ ტესტის შედგენისას გამოსაყენებელი დავალებების სხვადასხვა ფორმატი:არჩევითპასუხიანი დავალებები,სწორი-მცდარი,დაწყვილება/მისადაგება,წინადადების დასრულება/ცარიელი ადგილების შევსება.მოკლე პასუხი.
ტესტებს ხშირად ვიყენებთ ,როგორც განმსაზღვრელი ისე განმავითარებელი შეფასებისათვის.კლასის მართვის პროგრამის საშუალებით შევისწავლეთ შედგენილი ტესტის მოსწავლისათვის გადაგზავნა შიდა ქსელში ,მოსწავლის მიერ შესრულებული ტესტის იქვე შეფასება და უკან გადაგზავნა.
მეცხრე დღე:
·         ბუკზე დაინსტალირებული მშობლის მონიტორინგის პროგრამაში მუშაობა.
·         გარე მეხსიერებები - კომპაქტდისკი,ფლეშ მეხსიერება
მშობლის მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფა ბუკზე დაინსტალირებული პროგრამაა,რომელიც მშობელს და მასწავლებლებს საშუალებას აძლევს,მონიტორინგი გაუწიონ მოსწავლის მუშაობას პერსონალურ კომპიუტერში,ამ პროგრამის გამოყენებით შეგვიძლია შევზღუდოთ კომპიუტერის გამოყენების დრო,პროგრამებსა და ვებსაიტებზე წვდომა.
განვიხილეთ გარე მეხსიერების საშუალებები:კომპაქტ დისკები  CD-P და CD-RW;  DVD-R და DVD-RW;
R-(write-ჩაწერა)-ტიპის დისკზე ინფორმაციის ერთჯერადად ჩაწერაა შესაძლებელი.
RW-(rewriter-გადაწერა)-ტიპის დისკებზე ინფორმაციის მრავალჯერადი ჩაწერა/წაშლაა შესაძლებელი.
USB Flash drive-უნივერსალური ფლეშ-მეხსიერებაა,რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა.
ფლეშ მეხსიერებაზე ფაილების გადაწერა ან პირიქით გადმოწერა ისევე ადვილად შეიძლება ,როგორც ერთი ლოგიკური დისკიდან მეორეზე ან ერთი საქაღალდიდან მეორე საქაღალდეში.ფლეშ მეხსიერებასთან მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებელია უსაფრთხოების მიზნით მისი პროგრამიდან გამორთვა.
დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების ფურცლები და შევაჯამეთ ამ დროის განმავლობაში შესწავლილი და განხილული სხვადასხვა საკითხები.

                                        ბაზალეთის საჯარო სკოლის პირველი
                                        კლასის მასწავლებელი: ფიქრია ტალახაძე

                                         თარიღი :          2013 წელი  12 ნოემბერი


No comments:

Post a Comment